რა არის კვერცხუჯრედის დონაცია კვერცხუჯრედის დონაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ნაწილია. კვერცხუჯრედის დონორის ჩართვა მკურნალობის პროცესში სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება საჭირო. დონაციის პროგრამის დროს მომავალ დედას კვერცხუჯრედს ახალგაზრდა დონორი აძლევს. კვერცხუჯრედის დონაცია უშვილო წყვილებისთვის მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედების მომწიფება არ ხდება; ან მათი ხარისხი ორსულობის შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული ფაქტორები შემდეგი მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული: გონადების დისგენეზია – საკვერცხეების განვითარების დეფექტი ან არ არსებობა საკვერცხის ნაადრევი განლევის სინდრომი ქალის ასაკის (>35წ) გამო შემცირებული საკვერცხის რეზერვი ოვულაციის სტიმულაციის მედიკამენტებზე ორგანიზმის არასათანადო პასუხი როცა ქალს გენეტიკური პრობლემები აღენიშნება და მათი მემკვიდრეობით გადაცემის თავიდან აცილებაა საჭირო რამდენიმე ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული უხარისხო კვერცხუჯრედები წარუმატებელი ქირურგიული ჩარევა (კისტის ოპერაცია, კაუტერიზაცია) კვერცხუჯრედის დონაციის ეტაპები თავდაპირველად რეპროდუქტოლოგი უშვილო წყვილის ჯანმრთელობას აფასებს. თუ მისი რეკომენდაციით აღმოჩნდება, რომ მომავალმა მშობლებმა კვერცხუჯრედის დონორი უნდა გამოიყენონ, წყვილი კვერცხუჯრედის მათთვის შესაფერის დონორს სუროგაციისა და დონაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან აირჩევს. შერჩევის შემდეგ კვერცხუჯრედის დონორი შესაბამის გამოკვლევებს ჩაიტარებს (შესაძლებელია მემკვიდრულ დაავადებებზე გენეტიკური კვლევების ჩატარებაც). თუ იგი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მოხდება კვერცხუჯრედის დონორისა და პაციენტის ციკლების სინქრონიზაცია. ერთ ციკლში რამდენიმე კვერცხუჯრედის მისაღებად კვერცხუჯრედის დონორი მკურნალობის კურსს (საკვერცხეების სტიმულაცია) გაივლის. კვერცხუჯრედების აღება საკვერცხეებიდან ფოლიკულების ასპირაციის გზით ხდება. ემბრიოლოგის შეფასების შემდეგ მიღებული კვერცხუჯრედები პარტნიორის ან დონორის სპერმით განაყოფიერდება. მიღებული ემბრიონის გადატანა პაციენტის საშვილოსნოში ან იმავე ციკლში ხდება, ან ემბრიონები იყინება და ისინი სხვა ციკლში გადაგვაქვს. კვერცხუჯრედის დონაციის ეტაპები თავდაპირველად რეპროდუქტოლოგი უშვილო წყვილის ჯანმრთელობას აფასებს. თუ მისი რეკომენდაციით აღმოჩნდება, რომ მომავალმა მშობლებმა კვერცხუჯრედის დონორი უნდა გამოიყენონ, წყვილი კვერცხუჯრედის მათთვის შესაფერის დონორს სუროგაციისა და დონაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან აირჩევს. შერჩევის შემდეგ კვერცხუჯრედის დონორი შესაბამის გამოკვლევებს ჩაიტარებს (შესაძლებელია მემკვიდრულ დაავადებებზე გენეტიკური კვლევების ჩატარებაც). თუ იგი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მოხდება კვერცხუჯრედის დონორისა და პაციენტის ციკლების სინქრონიზაცია. ერთ ციკლში რამდენიმე კვერცხუჯრედის მისაღებად კვერცხუჯრედის დონორი მკურნალობის კურსს (საკვერცხეების სტიმულაცია) გაივლის. კვერცხუჯრედების აღება საკვერცხეებიდან ფოლიკულების ასპირაციის გზით ხდება. ემბრიოლოგის შეფასების შემდეგ მიღებული კვერცხუჯრედები პარტნიორის ან დონორის სპერმით განაყოფიერდება. მიღებული ემბრიონის გადატანა პაციენტის საშვილოსნოში ან იმავე ციკლში ხდება, ან ემბრიონები იყინება და ისინი სხვა ციკლში გადაგვაქვს.
სუროგაცია ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმაა ქალის მიერ ბავშვის ტარება და გაჩენა სხვა პირისთვის ან პირებისთვის, რომლებიც მისი დაბადების შემდეგ ბავშვის მშობლები გახდებიან. ყველაზე ხშირად, ემბრიონის ფორმირებისთვის გენეტიკური მასალა (სპერმატოზოიდები და ოოციტები) უზრუნველყოფილია იმ პირების მიერ, ვისთვისაც ისახება ბავშვი. ზოგიერთ შემთხვევაში, სუროგატი დედა ასევე შეიძლება იყოს გენეტიკური დედაც.სუროგაცია გამოიყენება მაშინ, როდესაც ორსულობა და მშობიარობა არასასურველია ,ან მედიკამენტოზური მკურნალობით შეუძლებელია, როდესაც ორსულობის რისკი ძალიან მაღალია დედისთვის, ან როდესაც მარტოხელა მამაკაცს ან მამაკაც წყვილს სურს ბავშვის გაჩენა. ზოგ ქვეყანაში სუროგაცია დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიად ითვლება და მას მხარს უჭერს სამართლებრივი შეთანხმება, სხვა ქვეყნებში ის კანონგარეშე ხასიათს ატარებს და ტრეფიკინგის ფორმად ითვლება.